ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

კალაძე: Holiday Inn-ში მე დავხვდი UEFA-ს ვიზეპრეზიდენტს

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცესპრემიერი კახა კალაძის თქმით, ის სასტუმრო Holiday Inn-ში UEFA-ს ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

"მე დავხვდი UEFA-ს ვიზეპრეზიდენტს ბატონ გრიგორი სურკისს. წლებია, ძალიან მეგობრული, თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. მესმის, რომ თქვენ პოლიტიკურად ხართ მოტივირებული. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს", - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

კალაძემ უკვე ყოფილ დელეგატ გეგა გობეჯიშვილის დაკავებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც მხარს რეზო არველაძეს უჭერდა.

"დაკავებებზე მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. რადგან დელეგატია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, ვინც აშავებს, ნარკოტიკებს მოიხმარს, სამართალდამცველებმა არ უნდა დააკავონ. ისინი მოიქცნენ კანონის ფარგლებში და კანონის ფარგლებშივე ის იქნა გათავისუფლებული", - თქვა კალაძემ.

როგორც ცნობილია, ვიცეპრემიერმა სასტუმროს შენობა უკვე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ვიცეპრემიერი კახა კალაძე პრაიმტაიმთან ინტერვიუში ამბობდა, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩაერიოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები