ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

Holiday Inn-ში საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს

Holiday Inn-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას ესწრებიან სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი და UEFA-ს სხვა წარმომადგენლები. იქ ასევე იმყოფება ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

კომენტარები