ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

რაჭა-ლეჩხუმის და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტები ხმას ვეღარ მისცემენ. მათ ხმის უფლება ჩამოერთვათ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე მიიღეს.

33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის მიცემის უფლება, ხოლო 15 წინააღმდეგ წავიდა. ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი.

აქედან გამომდინარე 33 დელეგატი მიიღებს დღევანდელ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას და ისარგებლებს ხმის უფლებით.

თავდაპირველად აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტების ჩათვლით 35 დელეგატი იყო. არსებული ინფორმაციით, ორივე დელეგატი რევაზ არველაძის მხარდამჭერი იყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები