რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ

რუსთავი 2

ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის სამი მონაწილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ხსენებული სამი პირი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სამივე მათგანი შიმშილობს. გარდა ამისა, ქუთაისის მერიასთან შიმშილობს კიდევ რამდენიმე ადამიანი - აქციის მონაწილეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეები გუშინ დააკავეს.

კომენტარები