ISIS

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა კიდევ ერთი კულტურული ძეგლი გაანადგურეს

Reuters

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქალაქ პალმირაში, რომელიც მაისში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს მიაკუთვნეს, მორიგი მონუმენტი გაანადგურეს.

ტრიუმფალური თაღი, რომელიც სავარაუდოდ 2000 წლის წინ აშენდა, UNESCO-ს აზრით, ამ ქალაქის ხელოვნების გამორჩეული ნიმუში იყო.

მანამდე, ტერორისტებმა ბელისა და ბალშამინის ტაძრები ააფეთქეს. ამ უდიდესი კულტურული მნიშვნელობის ძეგლების განადგურებამ მსოფლიო აღშფოთება გამოიწვია. ამის გარდა, ჯიჰადისტებმა გაანადგურეს რომაული პერიოდის სამარხი კოშკები.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ სიკვდილით დასაჯეს სიძველეების ადგილობრივი ექსპერტი ჰალედ ასადი. პროფესორი პალმირას მუზეუმებში მუშაობდა და თითქმის მთელი ცხოვრება ანტიკური რელიკვიების დაცვაში გაატარა.

კომენტარები