თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ კომპანია თელასი იუწყება.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის III შესახვევის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, ბექა-ოპიზარის, საბანაძის, წალკის, დეკაბრისტების და ქუმსიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის, ნუცუბიძის და ბროლოსანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის და გაბრიელ ბერი სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები