საკადრო ცვლილებები მერიაში

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა

გეგი ნიჟარაძე
new.tbilisi.gov.ge

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

"არავის არ გავუთავისუფლებივარ. ჩემი სურვილით წავედი. პირადი გეგმები მაქვს და ამის შესახებ გაიგებთ აუცილებლად", - თქვა ნიჟარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ნიჟარაძის წინააღმდეგ 2014 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში არაერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, გეგი ნიჟარაძე თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერას აიძულებდა. 

კომენტარები