საქართველოს საარჩევნო სისტემა

ALDE: საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ნიშნებია

ლიბერალ–დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ნიშნებზე საუბრობს. ALDE ჯგუფი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა გაატაროს. განცხადებას ხელს ALDE ჯგუფის პრეზიდენტიც აწერს. ალიანსი პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისადმი ქართული პარტიის, თავისუფალი დემოკრატების მიმართვას გამოეხმაურა.

"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ნიშნების გამო, ALDE ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ

ჩვენ შევისწავლეთ თავისუფალი დემოკრატების მომართვა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისკენ მიმართავს. მივესალმებით თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას, ასევე იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაერთიანებულია იმ ძალისხმევაში, რათა საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია წარმატებით მოხდეს.

მომავალ წელს საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, რაც იქნება გადამწყვეტი ტესტი საქართველოში დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობასთან მიმართებით და გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო მის მოწინავე პოზიციას სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

მაშასადამე, დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს საარჩევნო სისტემის საჭირო რეფორმა, ეს უნდა იყოს გადაუდებელი საკითხი, რაც გააძლიერებს პლურალიზმს საპარლამენტო წარმომადგენლობაში. ეს რეფორმა ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციას და მოიყვანს საარჩევნო კანომდებლობას ეუთო-ს წინაშე ვალდებულებებთან და ODHIR-ის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში.

ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააძლიეროს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.

გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საქართველოს კურსის მხარდაჭერას სტაბილური დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის", - წერია განცხადებაში.

კომენტარები