ტრანსპორტი

2015 წელს რკინიგზისა და პორტების გადაზიდვები შემცირდა

batumiport.com

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით 2015 წლის პირველი რვა თვის მანძილზე ყველა სატრანსპორტო დარგის მიერ გადატანილი ტვირთის მოცულობა 27.8 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია.

ტვირთბრუნვა 2012 წლიდან კლებულობს 

ტვრითბრუნვის მაჩვენებლები 2012 წლიდან კლებულობს. ყველაზე მეტად ეს კლება სარკინიგზო ტრანსპორტს შეეხება, ზრდა კი საავტომობილო ტრანსპორტზე ფიქსირდება. საქართველოს რკინიგზამ გადაზიდვების გაზრდის მიზნით, პირველი ივლისიდიან გადაზიდვების ღირებულება 20%-ით შეამცირა. ცვლილება შეეხოთ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კომპანიებს. 


ფოტო: economy.ge

რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირება პორტების მიერ გადამუშავებული ტვირთების მოცულობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. წლის პირველი რვა თვის მანძილზე პორტებში 13.1 მილიონი ტონა საქონელი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით ჩამორჩება. წინა წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც. პორტების ტვირთბრუნვის შემცირებაც 2012 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ პორტებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 11%-ით შემცირდა.  

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები