NATO-საქართველო

МИД: NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება შემაშფოთებელია

RIA.RU

"ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მზარდი შეშფოთება გამოხატეს NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონში უსაფრთხოების დესტაბილიზაციას იწვევს, კერძოდ - NATO-საქართველოს ე.წ. გაღრმავებული თანამშრომლობის პაკეტის პრაქტიკული რეალიზაციის დაწყება, აგვისტოს ბოლოს ალიანსის სასწავლო-შეფასებითი ცენტრის გახსნა და აშშ-ის გეგმები საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო სწავლებების მასშტაბების გაზრდა.

"ეს ყველაფერი არ შეესაბამება 2008 წლის 12 აგვისტოს მოლაპარაკებებით თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებას სამხედრო შეკავების შესახებ", - წერია განცხადებაში.

კომენტარები