რუსეთი სირიაში

CNN: სირიისთვის დამიზნებული რუსული რაკეტები ირანში ჩამოვარდა

რაკეტა

სირიისთვის დამიზნებული რაკეტები, რომელიც რუსეთმა კასპიის ფლოტიდან გაუშვა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა - წერს CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით ირანის ტერიტორიაზე მინიმუმ ოთხი რუსული რაკეტა უნდა ჩამოვარდნილიყო. CNN-ის ერთი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ირანში რაკეტის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყოლოდა.

რუსული გემები კასპიის ზღვის სამხრეთით იყვნენ განლაგებულები. რაკეტებს ირანისა და ერაყის ტერიტორია უნდა გადაელახათ.

კომენტარები