რუსეთ-საქართველოს ომი

წულუკიანი: ჩვენი მიზანია, ჰააგას გამოვაძიებინოთ ეთნიკური წმენდის ფაქტები

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის პროკურორის ოფისთან. მისი თქმით, "დადგა დრო, ჰააგის პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაებმება თუ არა თავად ის გამოძიებაში". წულუკიანის თქმითვე, საქართველოს მიზანია, ჰააგამ ბოლომდე გამოიძიოს 2008 წლის ომის დროს ეთნიკური წმენდის ფაქტები.

"ჩვენი მიზანი, საქართველოს მიზანი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ერთად განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბოლომდე გამოვიძიოთ, გამოვაძიებინოთ ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ გავხდით 2008 წლის ომის დროს. სახეზე იყო აგრესია, აგრესია რუსეთის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია რომის ტატუტის თანახმად, რომ მათთან ბოლომდე ვითანამშრომლოთ... ჰააგის სასამართლო არ იძიებს საქმეს რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ის გახლავთ სისხლის სამართლის სასამართლო. თუ დადგა, შეიძლება დადგეს მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ რუსეთი არ არის რომის ტატუტის წევრი ქვეყანა, ეს არ უმსუბუქებს არავის მდგომარეობას, პირიქით, შეიძლება, რაკი ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდა ის ფაქტები, რომელიც განსჯადი იქნება ჰააგის სასამართლოსი, ყველა მოქალაქეობის მქონე, მათ შორის, რუსი მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს", - განაცხადა წულუკიანმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები შესაძლოა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები