ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ტუნისის ეროვნული დიალოგის ოთხეულმა მიიღო

AFP

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ტუნისის ეროვნული დიალოგის ოთხეულმა მიიღო. მათ ჯილდო მიიღეს იმ დახმარებისთვის, რაც ქვეყნის დემოკრატიული ტრანზიციისთვის გასწიეს.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, ჯგუფმა 2011 წლის რევოლუციის შემდეგ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის შენებაში.

აღნიშნული პრემიისთვის 273 პრეტენდენტი იბრძოდა. მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და პაპი ფრანცისკე იყვნენ დასახელებული.

ტუნისური ოთხეული შედგება შემდეგი ორგანიზაციებისგან - ტუნისის ლეიბორისტული ერთობა, ტუნისის მრეწველობის, ვაჭრობისა და ხელნაკეთობების კონფედერაცია, ტუნისის ადამიანის უფლებების ლიგა და ტუნისის იურისტთა ორდენი.

კომენტარები