NASA

NASA: 48 საათში დედამიწას 2 მილი სიგანის ასტეროიდი ჩაუვლის

NASA

შაბათს დედამიწას 2 მილი სიგანის ასტეროიდი - 86666 (2000 FL10) ჩაუვლის. ეს ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ასტრონომებს ამ მოვლენისადმი მაინც დიდი მოლოდინი აქვთ, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ზომის ასტეროიდი, რომელსაც ბოლო წლებში დედამიწასთან ასე ახლოს ჩაუფრენია.

ასტეროიდი 40 000 მილი/საათში სიჩქარით მოძრაობს და ის NASA-ს რადარებზე დღესდღეობით არსებულ სხვა ასტეროიდებზე 15-ჯერ უფრო დიდი ზომისაა. 

NASA-მ საკუთარ საიტზე განათავსა ანიმაციური გამოსახულება, რომელზეც შეგვიძლია ვნახოთ, თუ რამდენად მოუახლოვდება ასტეროიდი დედამიწის ორბიტას.

კომენტარები