NATO-ს მისია ავღანეთში

NATO ავღანეთში მისიას გააგრძელებს

სტოლტენბერგი ბრიუსელში შეხვედრაზე
nato.int

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, 8 ოქტომბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ, ავღანეთში ალიანსის მომავალ მისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NATO მზად არის, ავღანეთში დაგეგმილზე უფრო დიდხანს დარჩეს და უფრო დიდი ჯარით - თუ ამის საჭიროება დადგება.

ავღანეთის ჯარებმა უკვე დაიბრუნეს კონტროლი სტრატეგიულ ქალაქ ყუნდუზზე, რომელიც წინა თვეში თალიბანმა აიღო. ქალაქის დაკარგვის ფაქტს ამერიკის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი გამოეხმაურა და NATO-ს მოუწოდა ავღანელი ჯარისკაცების წვრთნისთვის მეტი დრო დაეთმო.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO განაგრძობს ავღანეთის ჯარების დაფინანსებას, ამას გარდა, ალიანსი ემზადება ავღანეთში წვრთნების ჩასატარებლად და საკონსულტაციო მისიის მომავალზე გადაწყვეტილებების მისაღებად.

სტოლტენბერგის თქმით, ჯერ არ გადაწყვეტილა, როდემდე გაგრძელდება ეს მისია, მაგრამ ერთი რამ უდავოა - NATO გაარძელებს ავღანეთის მხარდაჭერას, მხარდაჭერის ფორმებზე კი მსჯელობა მიმდინარეობს.

 

კომენტარები