მიგრანტების კრიზისი

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება

Reuters

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, საბერძნეთში სექტემბრის ბოლო რიცხვებში საშუალოდ დღეში 4 500 მიგრანტი ჩადიოდა. ორგანიზაცია არ გამორიცხავს იმას, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესების შიშმა მიგრანტების ნაკადის ზრდა გამოიწვიოს.

ამასთან, თურქეთი შეშფოთებას გამოთქვამს იმით, რომ ქვეყნის საზღვრებთან სირიაში რუსეთის მოქმედებების გამო, შესაძლოა, სირიელი მიგრანტების ახალმა ტალღამ მოიყაროს თავი. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა თანჯუ ბილგიჩმა განაცხადა. ამ დროისთვის თურქეთმა უკვე ორი მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის განმავლობაში სირიიდან და სხვა კონფლიქტის ზონებიდან ევროპაში 600 ათასი მიგრანტი ჩავიდა. 

კომენტარები