ახლო აღმოსავლეთი

აშშ სირიელი მეამბოხეების წვრთნების მასშტაბებს ამცირებს

Reuters

პენტაგონი სირიელი მეამბოხეების წვრთნისა და შეიარაღების პროგრამას ცვლის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა მომავალში შესაძლო კავშირებზე ქურთ მებრძოლებთან, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება უკვე აქვთ.

როგორც პენტაგონში განმარტავენ, პროგრამის ცვლილება მისი არაეფექტურობითაა გამოწვეული. უწყების განცხადებით, პროგრამამ ვერ შეასრულა თავისი ამოცანა. მანამდე, აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოითქვა აზრი, რომ უმჯობესი იქნება, თუ ქურთ მებრძოლებსა და სხვა ჯგუფებს დაეხმარებიან.

კარტერმა ასევე განაცხადა, რომ სირიელი მეამბოხეების წვრთნის პროგრამა საბოლოოდ არ იხურება და მისი შეცვლა ეფექტურობას გაზრდის.

კომენტარები