იაარღის უკანონო ტარება

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული ლუკა თ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დააკავეს.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-1 და მე-2 ნაწილით).

კომენტარები