ილჰამ ალიევის ვიზიტი

6 ნოემბერს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა

ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით, საქართველოს 6 ნოემბერს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ ბაქოში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 10 ოქტომბრის სამუშაო ვიზიტისას გახდა ცნობილი.

შეხვედრისას ღარიბაშვილმა და ალიევმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიენტის სასახლეში "ზაგულბა" 3 საათს გაგრძელდა.

კომენტარები