NDI-ის კვლევა

NDI: 43% - 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 43% თვლის, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები(ქალაქსა თუ სოფელში) გაუარესებულია, 47% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, 9%-ის აზრით, გაუმჯობესებულია. 2014 წლის ივნისში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აპრილში გამოკითხულთა 34% თვლიდა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი საცხოვრებელი პირობები გაუარესებული იყო.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები