NDI-ის კვლევა

NDI: 43% - გარემოს დაბინძურება საკითხია, რომელიც ჩემი ქალაქს/სოფელს აწუხებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ გარემოს დაბინძურება არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც მის ქალაქს თუ სოფელს აწუხებს, 31% გზების პრობლემას ასახელებს, საგზაო მოძრაობას - 27%, პარკირებას 23%.

დასახელებულ საკითხებს შორის, რაც გამოკითხული მოქალაქის ქალაქს თუ სოფელს აწუხებს, არის სუფთა ქუჩები, პარკები და გამწვანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უსახლკარო ცხოველები, საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, კანალიზაცია და ა.შ.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები