NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალი შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. 2014 წლის ოქტომბერში ეს მონაცემი 60% იყო. დაუსაქმებელი 66%-დან 39% ეძებს სამსახურს, 7% დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, თუმცა, ამჟამად არ ეძებს, 24% პენსიონერია, 3% კი, სამსახურის პოვნით დაინტერესებული პენსიონერი.

კითხვაზე, "რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას", გამოკითხულთა 34% პასუხობს, რომ "დასაქმებული", 27% - უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 33% კი, არააქტიური სამუშაო ძალაა.

კითხვაზე, "გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავალზე/დანახარჯზე თუ ვისაუბრებთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი"?, 1600 ლარზე მეტი შემოსავალი 3%-ს აქვს, ხოლო დანახარჯი - 2%-ს. 800-1200 ლარის დანახარჯი/შემოსავალი გასულ თვეში 8%-ს ჰქონდა, 400-800 ლარი 17-18%-ს. 261-400 ლარის დანახარჯი გამოკითხულთა 20%-ს აქვს, 151-260 ლარის შემოსავალი კვლევაში მონაწილეთა 17%-ს ჰქონდა, ხოლო დანახარჯი 18%-ს. გამოკითხულთა 15%-ს გასულ თვეში 150 ლარამდე ჰქონდა შემოსავალი, დანახარჯი - გამოკითხულთა 13%-ს. გამოკითხულთა 2%-ს კი შემოსავალი საერთოდ არ ჰქონია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები