NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 71%-მა არ იცის, ვინ არის საკრებულოში მისი მაჟორიტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 71%-მა არ იცის, ვინ არის საკრებულოში მისი მაჟორიტარი. სწორი პასუხი კითხვას მხოლოდ 16%-მა გასცა.

კითხვას - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაგიკავშირდათ თუ არა ვინმე გუბერნატორის ოფისიდან - უარყოფითად 98% პასუხობს; დაგიკავშირდნენ თუ არა მერიიდან - 96%-ის პასუხი უარყოფითია; დაგიკავშირდნენ თუ არა საკრებულოდან - 94% ასევე უარყოფითად პასუხობს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები