NDI-ის კვლევა

NDI: დავით ნარმანიას საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა 12%-ია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობით გამოკითხულთა 36% უკმაყოფილოა, 12% - კმაყოფილი. "საშუალოდ" მერის საქმიანობას 44% აფასებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის საქმიანობას უარყოფითად 15% აფასებს, ხოლო 4% დადებითად.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები