აქცია მოლდოვაში

მოლდოვაში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

პროტესტი მოლდოვაში
www.ctvnews.ca/

ასობით მომიტინგემ დღეს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მოლდოვის ცენტრალური ქუჩა გადაკეტა.

პოლიციასთან მოლაპარაკების შედეგად, მომიტინგეებმა 2 საათის შემდეგ, გზა გახსნეს.

როგორც იგორ დოდონა, მოლდოვის სოციალისტური პარტიის ლიდერი, აცხადებს, მომიტინგეები გაჩერებას არ აპირებენ და მასობრივ დემონსტრაციას 15 ოქტომბერსაც გეგმავენ.

მოლდოვაში დემონსტრაციები 6 სექტემბერს დაიწყო. საპროტესტო ტალღა 2014 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოლდოვის ბანკებიდან 1.5 მილიარდი დოლარის გაქრობას მოჰყვა. მას შემდეგ მოლდოვაში ყოველკვირეული საპროტესტო მსვლელობები არ შემწყდარა.

მოლდოვის მოქმედი მთავრობა მოსახლეობას ფულის გაქრობის ფაქტის გამოძიებას ჰპირდება.

კომენტარები