საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: შსს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული აჩიუტ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები