ე.წ. ისლამური სახელმწიფო რუსეთს და ამერიკას "ჯიჰადს" უცხადებს

Reuters

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პრესმდივანი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი აუდიომიმართვაში მუსლიმებს რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ "წმინდა ომის" დაწყებისკენ მოუწოდებს.

აუდიოჩანაწერში პრესმდივანი ადასტურებს, რომ ამერიკელთა ავიათავდასხმების შედეგად დაიღუპა ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი მოადგილე ფადჰილ აჰმად ალ-ჰაიალი.

ჩანაწერში არ არის ნახსენები აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი დასავლეთისთვის დღემდე უცნობია.

კომენტარები