ტერორიზმი

ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებებმა 7 ადამიანი იმსხვერპლა

AFP

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაიდუგურიში თვითმკვლელი ტერორისტების სამმა აფეთქებამ 7 ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო კვირების განმავლობაში ეს უკვე მესამე ტერორისტული აქტია ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში.

არმიის სპიკერის სანი უსმენის თქმით, აფეთქებების უკან "ბოკო ჰარამი" დგას. აღსანიშნავია, რომ ეს ისლამური ექსტრემისტების დაჯგუფება სწორედ ამ ქალაქში შეიქმნა.

გუშინ სამხედროებმა შეუტიეს მებრძოლებს, რომლებიც ეჭვმიტანილებად ითვლებოდნენ გასულ კვირას "გეიდამ თაუნში" სამხედრო ბანაკზე თავდასხმაში. ლიკვიდირებულია 10 მეამბოხე. შეტევისას სამხედროებმა სხვადასხვა სახის იარაღებიც აღმოაჩინეს.

კომენტარები