აფეთქებები ანკარაში

ტერაქტის შემდეგ ანკარის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს

AP

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით, 97 ადამიანი იმსხვერპლა, დედაქალაქის პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის მეთაურები გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაღალჩინოსნების გათავისუფლება ხელს შეუწყობს გამოძიებას.

აფეთქების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მაღალჩინოსნებმა თავისი მოვალეობა სათანადოდ ვერ შეასრულეს - "უდავოა, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. რამდენად დიდი? ამას გამოძიების შედეგად გავიგებთ".

ერდოღანის თქმით, "თუ საქმე გვაქვს სამსახურებრივ გულგრილობასთან, მაშინ პრემიერმინისტრიც და შესაბამისი სამსახურებიც საჭირო ზომებს მიიღებენ".

კომენტარები