უკრაინის კომფლიქტი

უკრაინა რუსეთს სულ მცირე ტრილიონ დოლარს მოსთხოვს

არსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი / wikipedia.org

უკრაინა რუსეთთან იურიდიულ ბრძოლას იწყებს. პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი რუსეთს ანექსირებული ყირიმისა და განადგურებული დონბასისთვის სულ მცირე ტრილიონ დოლარს მოსთხოვს. კომპენსაციის საკითხის გარდა, სასამართლო დავა დაიწყება იმ შემთხვევაშიც, თუ მოსკოვი კვლავ უარს იტყვის კიევის ვალის რესტრუქტურიზაციაზე. იუცენიუკი რუსეთს მოუწოდებს, 29 ოქტომბრამდე მიიღოს გადაწყვეტილება და ზარალის ანაზღაურება დაიწყოს. იაცენიუკის თქმით, სხვა პირობებს კიევი კრემლს არ შესთავაზებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, კრემლის პოზიცია ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. „რა შუაშია ტრილიონი, როდესაც ყირიმი რუსეთის, ხოლო უკრაინა დონბასის ტერიტორიაა", - თქვა პესკოვმა. უკრაინული მხარე კი ამტკიცებს, რომ დონბასში რუსებს სამხედრო შეიარაღება შეჰქონდათ და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

მოსკოვმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა.

კომენტარები