ახლო აღმოსავლეთი

სირიის არმია რუსეთის დახმარებით აჯანყებულთა პოზიციებს უტევს

Reuters

სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის ავიაციის საჰაერო მხარდაჭერით დღეს შეტევა დაიწყეს სირიაში ქალაქ ჰომსის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებზე, რომლებსაც აჯანყებულები აკონტროლებენ. ამას ადასტურებს სირიის სახელმწიფო ტელევიზია და ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ცენტრი.

სირიული მედიის ინფორმაციით, არმიამ სახმელეთო საიერიშო ოპერაცია რუსეთის ავიაციის "კონცენტრირებული" დარტყმების შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველების თქმით, სახმელეთო ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლას" მებრძოლები. მონიტორინგის ცენტრის დირექტორი რამი აბდურახმანი ამტკიცებს, რომ შეტევის დაწყების შემდეგ მოკლულია 6 მეამბოხე და 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები