აშშ-ის მთავრობა

აშშ-ის მთავრობა მომავალ წელს სოციალური დახმარების გაზრდას აღარ გეგმავს

თეთრი სახლი
huffpost.com

აშშ-ის მთავრობამ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მომავალ წელს სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის და ვეტერანებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა აღარ იგეგმება. ამის მთავარი მიზეზი შემდეგ წელს გაზის დაბალი ფასებია.

ამ დროისთვის 60 მილიონი პენსიონერი, შრომისუუნარო მუშა, მეუღლე და ბავშვი თვეში საშუალოდ 1,224 აშშ დოლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას იღებს.

აღნიშნული ცვლილება აშშ-ის მოსახლეობის ერთ მეხუთედს, ანუ, დაახლოებით, 70 მილიონ ადამიანს შეეხება. შედეგად უფრო მეტი ადამიანი იძულებული გახდება, სამედიცინო დაზღვევაში შედარებით მაღალი ფასები გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში ასეთი პრეცედენტი ბოლო 40 წელიწადში მესამედ ხდება. სამივე შემთხვევა 2010 წლის შემდეგ დაფიქსირდა. 

კომენტარები