ჰააგის სასამართლო

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისშია

ფატუ ბენსუდა
www.bet.com

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისშია.

"დეტალებზე ხვალ ვისაუბრებ, ჯერ შეხვედრები მაქვს დაგეგმილი", - უთხრა ბენსუდამ აეროპორტში ჟურნალისტებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პალატა შეაფასებს, არის თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების გასაგრძელებლად. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები