რელიგიის თავისუფლება საქართველოში

ვაშაყმაძე სახ. დეპის ანგარიშზე: საელჩო არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ერთ წყაროს

0 კომენტარი
ზაზა ვაშაყმაძე ფოტო: facebook.com/zaza.vashakmadze.71

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული კრიტიკული ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ, მხოლოდ "ერთ ინფორმაციის წყაროს" ეყრდნობა.

"რელიგიური ორგანიზაციები არიან დამოუკიდებელი სუბიექტები საჯარო სამართლის იურიდიული პირები. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება როგორც ევროპული კანონმდებლობით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით დაცულია და ძალიან ფაქიზი და სათუთი გახლავთ. აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველას, რომ არ დაირღვეს, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის პრინციპი... ჩვენი მხრიდანაც იქნება ამ კუთხით მუშაობა გააქტიურებული, რომ საელჩოს მივაწოდოთ ობიექტური რეალობა და არ დაეყრდნოს მარტო ერთი ინფორმაციის წყაროს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაყმაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დეპარტამენტი საელჩოს ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს, ანგარიშში ვაშაყმაძის ციტატასაც ვხვდებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები