დაძაბულობა ისრაელში

ბინიამინ ნეთანიაჰუს მაჰმუდ აბასთან შეხვედრა სურს

AFP

ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის მზადაა, შეხვდეს პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და გამართოს მათან მოლაპარაკებები. ნეთანიაჰუს მოლაპარაკებები ბოლო დროს ისრაელში ძალადობის გახშირებული ფაქტების შესაჩერებლად სურს. თუმცა, იგი ფიქრობს, რომ აბასი მოლაპარაკებებს არ ისურვებს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ძალადობის შედეგად დაიღუპა 7 ისრაელის მოქალაქე და 30 პალესტინელი, დაშავებულთა რიცხვი კიდევ უფრო დიდია. გახშირებული თავდასხმების ფონზე, ისრაელმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ნეთანიაჰუ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრასაც გეგმავს.

კომენტარები