აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილის, მაჭავარიანისა და ხვადაგიანის პროცესი 17:00 საათზე ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, არხის გენერალური პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის სასამართლო პროცესი დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. მათ ორთაჭალის სამმართველო უკვე დატოვეს.

დაკავებულებს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. ისინი ოპერის წინ მდებარე ღობეზე, სადაც მრავალი სხვა განცხადება თუ პოსტერია გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერებს აკრავდნენ.

აქცია "არა გაზპრომს!" ხვალ, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება.

კომენტარები