აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

უცნობია, როდის გაიმართება ჩერგოლეიშვილის, მაჭავარიანის და ხვადაგიანის პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, არხის გენერალური პროდუსერის ლექსო მაჭავარიანის და სტუდენტის სალომე ხვადაგიანის პროცესი დღეს არ გაიმართება. ამის შესახებ ტაბულა სასამართლოში განუცხადეს. სასამართლო პროცესის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

დღეს ჩერგოლეიშვილი, მაჭავარიანი და ხვადაგიანი ოპერასთან მდებარე ღობეზე, სადაც სხვა მრავალი პოსტერი თუ სარეკლამო განცხადებაა გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრისთვის დააკავეს. მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან.

ხვალ, 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია "არა გაზპრომს!" გაიმართება.

კომენტარები