ახლო აღმოსავლეთი

თურქეთმა ამოუცნობი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო

AP

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის საზღვართან ახლოს თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ამოუცნობი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

სამხედროების თქმით, საზღვართან აღმოჩენილი ამოუცნობი თვითმფრინავი ჩამოგდებამდე სამჯერ გააფრთხილეს.

როგორც ცნობილია, უპილოტო თვითმფრინავებს იყენებენ როგორც სირიის მთავრობა, ასევე რუსეთი და კოალიცია აშშ-ის მეთაურობით.

თურქული მედიის განცხადებით, სურათებზე პატარა, არასამხედრო თვიმფრინავის მოდელი ჩანს.

რუსი სამხედროების თქმით, რეგიონში მათი ყველა თვითმფრინავი შემოწმების რეჟიმშია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, თურქეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა რუსეთის რეაქტიული თვითმფრინავები, რომლებიც ახლახანს სირიელი აჯანყებულების წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლაში ჩაერთვნენ.

კომენტარები