NDI-ის კვლევა

NDI: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე ისევ 31%-ია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 31% უჭერს. ამდენივეს სურდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება 2015 წლის აპრილში.

ამასთან, 5%-ით გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც არ უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. ახლა ეს მონაცემი 46%-ია, ხოლო აპრილში - 41% იყო. 

NDI-ის გამოკითხვითვე, კვლევაში მონაწილეთა 12% მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში, ისე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები