დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2015 წლის ცხრა თვეში, ოჯახურმა ძალადობამ 105%-ით მოიმატა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის ცხრა თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახური ძალადობის ფაქტები 105.51%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, აღნიშნული დანაშაულის 820 შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წლის იმავე პერიოდში კი, საგამოძიებო უწყებებმა 421 შემთხვევით ნაკლები - ოჯახური ძალადობის 399 ფაქტი აღწერეს.

გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა გაუპატიურების შემთხვევებიც. გასული წლის ცხრა თვეში გაუპატიურების 25 ფაქტი დაფიქსირდა, წელს - 34.

კომენტარები