კარწახის საბაჟო

საქართველო - თურქეთის საზღვარზე კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა

კარწახის საბაჟოს გახსნა
mof.ge

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ახალი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი - "კარწახი“ გაიხსნა. თურქული მხრიდან კი პარალელურად აშენდა და გაიხსნა "აქთაშ-ჩილდირის" საბაჟო. კაწრახის საბაჟო დღე-ღამეში მინიმუმ 500-600 სატვირთო მანქანისა და 10000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, თურქეთთან ახალი საბაჟოს გახსნა სხვა საბაჟოების, პირველ რიგში კი ქვეყანაში ყველაზე დატვირთული სარფის საბაჟოს მუშაობაზე აისახება დადებითად, რადგანაც ახალი საბაჟო სარფის საბაჟოზე არსებულ ტვირთებისა და მგზავრების ნაკადს განტვირთავს. 

ახალი საბაჟოს მშენებლობისა და აღჭურვის საერთო ღირებულებამ 11.5 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტის სამშენებლო სამუშაოებში 200-მდე მოქალაქე დასაქმდა. საბაჟოზე კი დაახლოებით 70 ადამიანი იმუშავებს. 

კომენტარები