საპროკურორო საბჭო

საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი 17 კანდიდატისგან აირჩევა

news.ge

საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი 17 კანდიდატისგან აირჩევა. მთავარმა პროკურორის გიორგი ბადაშვილის თქმით, კანდიდატებს 12 საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

"ჩემთან, როგორც კონფერენციის თავმჯდომარესთან წარმოდგენილია 12 საინიციატივო ჯგუფი და საპროკურორო საბჭოს 16 კანდიდატი, საიდანაც საბჭოს 8 წევრს ალბათ ხვალ ავირჩევთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი, როდესაც თითოეულ პროკურორს, თითოეულ გამომძიებელს ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს მთავარი პროკურორი და გვერდიდან არ დააკვირდნენ მოვლენებს", - აღნიშნა ბადაშვილმა.

პროკურორთა კონფერენცია დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას 438 პროკურორი ესწრება.

კომენტარები