საჯარო ფინანსები

ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს მუშაობის სამი წლის ანგარიში წარადგინა

ნოდარ ხადურმა სამინისტროს მუშაობის ანგარიში წარადგინა
facebook.com/mofgeorgia

19 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს სამინისტროს სამი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ხადურის თქმით, გასული სამი წელი სირთულეების მიუხედავად მაინც წარმატებული იყო. 

ფინანსთა მინისტრი მიღწევად აფასებს განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის დაფინანსების გაზრდას. ამ უწყებების დაფინანსება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე სწრაფად გაიზარდა. 2012 წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდილია ჯანდაცვის, 35%-ით განათლების და 81%-ით სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანებები.

ბიუჯეტის გამჭვირვალობა

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის გამჭვირვალობის საერთაშორისო კვლევებზეც ისაუბრა, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული "ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015“-ის შედეგებით, საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით (2012 წლის ინდექსის თანახმად, 33-ე ადგილს იკავებდა)

საგადასახადო ლიბერალიზაცია

ფინანსთა მინისტრის თქმით, სამინისტრომ საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ხადური ამბობს, რომ სამშენებლო სექტორისტვის 2008 წლამდე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა დღეს ამ სექტორში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. სამინისტრო ძველი დავალიანებების ჩამოწერასტან ერთად მოგების გადასახადის რეფორმირებასაც გეგმავს, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მოგების გადასახადის გაუქმება არ იგეგმება. ხადურის თქმით, მოგების გადასახადთან არსებული პროექტების შესახებ, რაზეც სამინისტრო მუშაობს წინასწარი გაჟღერება არ ღირს.

"ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით და როცა მზად ვიქნებით, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გაგაცნობთ, არის გარკვეული მოსაზრებები, რომელთა წინასწარ გაჟღერება, ალბათ, სწორი არ არის, თუმცა ყველამ იცის, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რათა მოგების გადასახადმა ინვესტირების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი"- ამბობს ნოდარ ხადური. 

დაუბეგრავი მინიმუმი

ნოდარ ხადურმა ასევე დაუბერგავი მინიმუმის გაცემის პროგრამაზეც ისაუბრა. 2014-2015 წლებში დაუბერგავი მინიმუმის სახით სულ 254 მილიონი ლარი არის გაცემული, თუმცა მთავრობა 2016 წლისთვის ამ პროექტის შეჩერებას გეგმავს. 

სახაზინო რეფორმა

ხადურმა საბიუჯეტო-სახაზინო რეფორმაზეც ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო უწყებები ერთიან სახაზინო ანგარიშში გაერთიანდნენ, რის შედეგადაც 3 მილიარდ ლარზე მეტი საჯარო ფინანსების წლიური ბრუნვა მოექცა საბიუჯეტო სახაზინო რეგულაციებში. 

საერთაშორისო ღონისძიებები

სამინისტრო განსაკუთრებულ მიღწევად საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ღონისძიებების, მათ შორის ევრიპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრა, აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში (AIIB) გაწევრიანება და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ქართული წარმომადგენლობის გახსნა.

კომენტარები