ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია

გაერომ შესაძლოა, ყველა ქვეყანას ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდოს

0 კომენტარი

გაერომ შესაძლოა, მოუწოდოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, დაასრულოს "ნარკოტიკებთან ომი" და მოახდინოს ყველა უკანონო ნივთიერების მოხმარებისა და ფლობის დეკრიმინალიზაცია. ამის შესახებ ბრიტანელმა მილიარდერმა, ბიზნესმენმა და კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა. ბრენსონის თქმით, მას გაეროს ოფისში აჩვენეს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან დაკავშირებით ანგარიში, რომელმაც, მისი განცხადებით, დრამატულად შეცვალა ორგანიზაციის პოზიცია ნარკოტიკების კონტროლის შესახებ.

ბრენსონის თქმით, "ჯერ არგამოქვეყნებული განცხადება" ემბარგოს ქვეშ გაეგზავნა მსოფლიოს რამდენიმე მედიასაშუალებას. თუმცა, ბიზნესმენმა ეს ინფორმაცია ნაადრევად გაასაჯაროვა იმ შიშის გამო, რომ საბოლოოდ გაეროს ამ "მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისგან" თავი არ შეეკავებინა.

როგორც ბრენსონი ამბობს, გაერო ემზადებოდა, განეცხადებინა, რომ კრიმინალიზაცია ზიანის მომტანი, არასაჭირო და არაპროპორციულია. მისი თქმით, დოკუმენტი მალაიზიაში კვირას კონფერენციაზე უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, გადაიდო.

"ნარკოტიკებთან ბრძოლამ უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ბევრ ადამიანს", - თვლის ბრენსონი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები