სუიციდი

საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა თავი მოიკლა

Facebook.com

საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, გუშინ მოხდა. ჯარისკაცი ხიდიდან გადახტა.

სუიციდის ფაქტს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, ამ ეტაპზე უწყება დეტალებზე არ საუბრობს. სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შემთხვევა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არ მომხდარა. 

კომენტარები