მიგრანტები ევროპაში

სლოვენიამ 5 ათასი მიგრანტი მიიღო

Getty Images / bbc.com

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება. ამჯერად მიგრანტების ნაკადი სლოვენიამ მიიღო. სლოვენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შიგნით უკვე 5 ათასი ადამიანი შევიდა, რომლებიც ჯერ კიდევ ორშაბათ ხორვატია-სლოვენიის საზღვართან იმყოფებოდნენ. საღამოსთვის 900-მა მიგრანტმა სლოვენიის გავლით ავსტრიაში გადასვლა მოახერხა. 

ამას გარდა, ხორვატიამ საზღვარი გახსნა სერბეთთანაც, საიდანაც ათასობით მიგრანტი ჩრდილოეთ ევროპაში მოხვედრას ცდილობს.

მიგრანტების დიდი ნაკადის გამო, დიდია იმის საშიშროება, რომ ბალკანეთის ქვეყნების საზღვრებთან საგზაო მოძრაობა შეფერხდეს.   

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერებას ჯერ კიდევ ცდილობენ. 2015 წლის განმავლობაში სირიიდან და სხვა კონფლიქტის ზონებიდან ევროპაში 600 ათასი მიგრანტი ჩავიდა, რომელთა უმეტესობა ომს, სიღარიბესა და დევნას გამოექცა. 

კომენტარები