თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ლვოვის, იმედაშვილის, არდაზიანის, გაგარინის, შარტავას, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, არშბას და ქანთარიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, მაისურაძის, ქეთევან წამებულის, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ხერხეულიძის და ირბახის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის "ა", I მიკრორაიონების, ხიზაბავრის, ქერჩის, თიანეთის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ბარისახოს, უწერის, ზარზმის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, რიონის, ულიანოვის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაისუბნის, დოქის, ბუხაიძის, სამრეკლოს, ურიცკის, გუმბრის, ტირიფონის, შურდულის, ანთელავას, თოიძის და გედევანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები