რუსთავი 2-ის საქმე

ნიკა გვარამიას პროკურატურაში მოწმის სახით ხვალ დაკითხავენ

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს პროკურატურაში მოწმის სახით ხვალ დაკითხავენ. ნიკა გვარამია პროკურატურაში ხვალ 12 საათზე მივა. გვარამიას უწყებიდან განცხადების გაკეთების შემდეგ ერთ საათში დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დღესვე მისულიყო საგამოძებო უწყებაში, რაზეც მან უპასუხა, რომ დღეს მისვლას ვერ შეძლებდა, რის შემდეგაც ის ხვალ 12 საათზე დაიბარეს. გვარამია პროკურატურიდან ოფიციალურ უწყებას ელოდება.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე რუსთავი ორს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.

კომენტარები