გაზმომარაგება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება

გეგმიური სამუშაოების გამო დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეეზღუდება. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, სანზონაში – ტიბაანის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #96-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 22 ოქტომბერს 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაითიშება რეგულატორი. გაზი შესაძლოა მიეწოდოს ჩვეულ რეჟიმზე დაბალი წნევით გარეჯელის, გუდამაყრის, თიანეთის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობასა და ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს (470 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. 

საბურთალოს რაიონში, საბურთალოს ქუჩის #55-ში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #240-ის გეგმიური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 22 ოქტომბრის 11.00 საათიდან 17.00 საათამდე გაითიშება რეგულატორი. გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს ქუჩის. 3კ, 43, 45, 53, 53ა, 55, 59ბ, 63-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს (450 აბონენტი). გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე. 

11.00 საათიდან 15.00 საათამდე გაითიშება ზაჰესის დასახლებაში მდებარე გაზმარეგულირებელი პუნქტი # 109. G. ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება ჭიჭინაძის, ავჭალის, ყაზბეგის, კეცხოველის, თავისუფლების ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობასა და თავისუფლების ქუჩის 2, 10, 11, 11ა, 13, 13ა, 24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (570 აბონენტი).

კომენტარები