ნაციონალური მოძრაობის ოფისი ფოთშიც დაარბიეს

გვიან ღამით ფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. მომხდარში პარტიის წევრები მმართველი გუნდის ადგილობრივ წარმომადგენლობას ადანაშაულებენ. ისინი სამართალდამცავი ორგანოებისგან ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

ნაციონალური მოძრაობის ოფისები გუშინ ღამით დაარბიეს ასევე ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და კახეთში.

კომენტარები